თქვენი უპირატესობა
ყველა ბაზარზე
83 სავალუტო წყვილი, გლობალური ინდექსები, კრიპტოვალუტა და ნედლეული — დაბალი სპრედები და ღრმა ლიკვიდობა.
ფორექსი
პოპულარული83 სავალუტო წყვილი
ივაჭრეთ ძირითადი (major), მინორული (minor) და ეგზოტიკური (exotic) წყვილებით: ინსტიტუციური დონის სპრედი 0.0 პიპიდან და ორდერების შესრულება ულტრადაბალი დაყოვნებით.
ინდექსები
მსოფლიოს ძირითადი საფონდო ინდექსები
ივაჭრეთ US30, NAS100, DAX40 და 15 გლობალური ინდექსით — ღრმა ლიკვიდობა და ვაჭრობა საკომისიოს გარეშე.
კრიპტოვალუტა
ციფრული აქტივები 24/7
ივაჭრეთ წამყვანი კრიპტოვალუტებით: ღრმა ლიკვიდობა, დაბალი სპრედები და საბაზრო შესაძლებლობები დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ლითონები
სპოტ-ლითონები
ივაჭრეთ ოქროთი, ვერცხლით, პლატინით, პალადიუმითა და ალუმინით — ინსტიტუციური დონის ფასები და ბანკთაშორისი ლიკვიდობის ღრმა პულები.
ანგარიშის გახსნა 4 ნაბიჯად
რეგისტრაციიდან პირველ გარიგებამდე — წუთებში და არა დღეებში.
რეგისტრაცია
აირჩიეთ ანგარიშის ტიპი და შეავსეთ ჩვენი გამარტივებული განაცხადი.
ვერიფიკაცია
სწრაფი ციფრული პროცედურა — დაადასტურეთ ვინაობა რამდენიმე წუთში.
შევსება
შეავსეთ ანგარიში საბანკო გადარიცხვით, ბარათით ან კრიპტოვალუტით — მყისიერად.
ვაჭრობა
დაიწყეთ ვაჭრობა რეალურ ანგარიშზე და მიიღეთ წვდომა მსოფლიოს 200+ ინსტრუმენტზე.
სხვადასხვა რეგიონის ტრეიდერები გვენდობიან
ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა რეგიონიდან არიან და განსხვავებულ სავაჭრო სტილს მისდევენ, მაგრამ ყველა ერთ პლატფორმაზე ვაჭრობს, რომელიც თანმიმდევრულობასა და სიცხადეზეა ორიენტირებული. შეუერთდით ტრეიდერების მზარდ საზოგადოებას, რომლებიც აფასებენ სტრუქტურას, დისციპლინასა და რეალურ შედეგებს.
ზუსტი ვაჭრობა MT5 პლატფორმაზე
პროფესიონალური გარემო სიჩქარის, მოქნილობისა და კონტროლისთვის — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პლატფორმის ბაზაზე.
პროფესიონალური სავაჭრო გარემო
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პლატფორმა — ის ხელსაწყოები, სიჩქარე და საიმედოობა, რასაც აქტიური ტრეიდერები მოითხოვენ.

გაფართოებული გრაფიკები
80+ ინდიკატორი, 21 ტაიმფრეიმი და მორგებადი ანალიტიკური ხელსაწყოები ზუსტი ტექნიკური ანალიზისთვის.
წვდომა სხვადასხვა მოწყობილობიდან
ივაჭრეთ შეუფერხებლად კომპიუტერზე, ვებ-ტერმინალსა და მობილურ ტელეფონზე — თქვენი პოზიციები ყველგან სინქრონიზდება.
სწრაფი შესრულება
ორდერების ოპტიმიზებული მარშრუტიზაცია: დამუშავება მილიწამზე ნაკლებ დროში და მინიმალური სლიპეჯი (slippage).
ივაჭრეთ წამყვანი ტრეიდერების კვალდაკვალ თავად მათ დონეზე ყოფნის გარეშეც
გაეცანით სტრატეგიის პროვაიდერებს, რომელთა სტატისტიკა მათი დაკავშირებული სავაჭრო ანგარიშის მონაცემებით გამოითვლება, და ავტომატურად დააკოპირეთ მათი გარიგებები საკუთარ ანგარიშზე. თავად განსაზღვრეთ ლოტის ზომა, რისკის ლიმიტები და სტოპ-ლოსი (Stop Loss) — კონტროლი თქვენს ხელშია.
ავტოკოპირება ერთი დაწკაპებით
აირჩიეთ სტრატეგიის პროვაიდერი სარეიტინგო ცხრილიდან და მის მიერ გახსნილი ყოველი გარიგება თქვენს ანგარიშზე რეალურ დროში აისახება.
ლოტის მამრავლი
განსაზღვრეთ, რამდენ კაპიტალს იყენებს თითოეული დაკოპირებული გარიგება. შეამცირეთ, როცა სიფრთხილე გსურთ, ან გაზარდეთ, როცა სტრატეგიაში დარწმუნებული ხართ — გადაწყვეტილებას ყოველ ჯერზე თქვენ იღებთ.
პირადი სტოპ-ლოსი
განსაზღვრეთ ზარალის მაქსიმალური ზღვარი. თუ დაკოპირებული სტრატეგია მოლოდინზე სუსტ შედეგს აჩვენებს, თქვენი პოზიცია ავტომატურად დაიხურება, სანამ ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება.
ანგარიშზე დაფუძნებული სტატისტიკა
პროვაიდერის სტატისტიკას ჩვენ ვითვლით მისი დაკავშირებული ანგარიშის გარიგებების საფუძველზე. პროვაიდერს ეს მონაცემები ხელით არასდროს შეჰყავს.
ერთი გარიგება. +2.1% საერთო ანგარიშს — და +2.1% მის თითოეულ წილს.
ნაჩვენები წილები და ციფრები მექანიზმის ილუსტრაციაა და არა რეალურად მიღწეული შედეგი.
ერთი ანგარიში. პროცენტული წილებით დაყოფილი.
ვაჭრობის კოპირებისას საკუთარი ანგარიში გაქვთ. PAMM-ში კი — წილი ერთ საერთო ანგარიშში.
ინვესტორებს თანხა შეაქვთ ერთ საერთო ანგარიშზე (pool), რომელსაც ერთი მმართველი უძღვება. თითოეული მათგანი ამ ანგარიშის გარკვეულ პროცენტს ფლობს, ხოლო მმართველის მიერ დადებული ყოველი გარიგება ყველა ინვესტორზე ზუსტად ამ პროპორციით ნაწილდება.
შექმნილია იმისთვის, რაც ტრეიდერებს რეალურად სჭირდებათ
ორდერების რეალური შესრულება, გამჭვირვალე ფასწარმოქმნა და ინფრასტრუქტურა, რომელიც სტაბილურად მუშაობს ბაზრის მოძრაობისას — და არა მხოლოდ მშვიდ პირობებში.
რეგისტრირებული და დოკუმენტირებული
დაფუძნებულია სენტ-ლუსიაში, როგორც საერთაშორისო ბიზნეს-კომპანია (IBC, № 2024-00497), და რეგისტრირებულია FinCEN-ში, როგორც ფულადი მომსახურების ბიზნესი (Money Services Business). ორივე სერტიფიკატი გამოქვეყნებულია ჩვენს შესაბამისობის გვერდზე.
აგრეგირებული ლიკვიდობა
ფასები ლიკვიდობის რამდენიმე ინსტიტუციური მომწოდებლისგან აგრეგირდება, რის წყალობითაც სპრედი ვიწრო რჩება, ორდერები კი საიმედოდ სრულდება ვოლატილობის (ფასის მერყეობის) პიკზეც კი.
შესრულება მილიწამზე ნაკლებ დროში
ორდერების მარშრუტიზაცია ოპტიმიზებულია ქსელის დონეზე. შესრულების საშუალო დრო 1 მილიწამზე ნაკლებია, სლიპეჯი (slippage) კი — მინიმალური.
გამჭვირვალე ფასწარმოქმნა
არც ფარული ფასნამატი, არც ორდერის უარყოფა ბოლო მომენტში (last look). ფასი, რომელსაც ხედავთ, ის ფასია, რომელსაც იღებთ.
მხარდაჭერა 24/7
დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რამდენიმე ენაზე მხარდაჭერას გიწევენ რეალური ადამიანები, რომლებიც ერკვევიან მარჟისა (margin) და ორდერების შესრულების საკითხებში.
მრავალპლატფორმული წვდომა
MetaTrader 5 კომპიუტერზე, ბრაუზერსა და მობილურ მოწყობილობებზე — თქვენი პოზიციები და ანალიზი მათ შორის შეუფერხებლად სინქრონიზდება.
თქვენი სახსრების დაცვა
კლიენტების სახსრები ინახება გამიჯნულ ანგარიშებზე მკაცრი საოპერაციო კონტროლით — რადგან ნდობა სტრუქტურაზე შენდება და არა დაპირებებზე.
დეტალები, რომლებიც არჩევანს განსაზღვრავს
არც ფასიანი რეკომენდაციები, არც გამოგონილი ისტორიები კლიენტებზე — მხოლოდ ის, თუ როგორ მუშაობს ანგარიში სინამდვილეში, მარტივი ენით.
“ორდერები ჩვენს აგრეგირებულ ლიკვიდობის პულს ბოლო მომენტში უარყოფის (last look) ეტაპის გარეშე მიემართება, ამიტომ ორდერი იმ ფასით იგზავნება, რომელზეც დააწკაპუნეთ.”
“სპრედი, საკომისიო და მინიმალური შენატანი ანგარიშის თითოეული ტიპისთვის გამოქვეყნებულია მანამდე, სანამ ანგარიშს შეავსებთ. შემდგომში კოტირებულ სპრედს არაფერი ემატება.”
“კლიენტების სახსრები ინახება ანგარიშებზე, რომლებიც გამიჯნულია კომპანიის საოპერაციო სახსრებისგან, ხოლო გატანისას თანხა იმავე მეთოდით ბრუნდება, რომლითაც შემოვიდა.”
“ერთი სავაჭრო ანგარიშით MetaTrader 5-ში წვდომა გაქვთ ფორექსზე, ლითონებზე, ინდექსებზე, ენერგომატარებლებსა და კრიპტოვალუტაზე — კომპიუტერზე, ბრაუზერსა და მობილურ მოწყობილობებზე, ხოლო პოზიციები და ისტორია მათ შორის სინქრონიზდება. აქციებით ვაჭრობა მხოლოდ ECN Pro ანგარიშზეა შესაძლებელი.”
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
მკაფიო პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ტრეიდერები ანგარიშის გახსნამდე ყველაზე ხშირად სვამენ.
Standard ანგარიში $30-დან იწყება, ECN ანგარიში — $200-დან, ხოლო ECN Pro ანგარიში — $5,000-დან. ანგარიშის შევსება შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვით, ბარათით ან კრიპტოვალუტით — შენატანების უმეტესობა რამდენიმე წუთში ჩაირიცხება.
ციფრული ვერიფიკაცია, როგორც წესი, 10 წუთზე ნაკლებ დროში სრულდება. დაგჭირდებათ სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართის დამადასტურებელი ბოლოდროინდელი დოკუმენტი. ინსტიტუციური ანგარიშებისთვის შეიძლება დამატებითი დოკუმენტები იყოს საჭირო.
ECN Pro ანგარიშზე EUR/USD-ის სპრედი ფასნამატის გარეშე (raw spread) ბაზრის მაღალი ლიკვიდობის საათებში 0.0 პიპიდან იწყება. Standard ანგარიშებზე სპრედი 1.1 პიპიდან იწყება, საკომისიოს გარეშე. სპრედი განსხვავდება ინსტრუმენტის მიხედვით და იცვლება ბაზრის პირობებთან ერთად.
კლიენტების სახსრები ინახება ანგარიშებზე, რომლებიც გამიჯნულია კომპანიის საოპერაციო კაპიტალისგან. NPE Market Limited დაფუძნებულია სენტ-ლუსიაში, როგორც საერთაშორისო ბიზნეს-კომპანია (№ 2024-00497), და რეგისტრირებულია FinCEN-ში, როგორც ფულადი მომსახურების ბიზნესი (Money Services Business, MSB) — ორივე სერტიფიკატი გამოქვეყნებულია ჩვენს შესაბამისობის გვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის რეგისტრაცია და MSB-ად რეგისტრაცია ფინანსური მომსახურების ლიცენზია არ არის, ამიტომ თქვენს ანგარიშზე ინვესტორთა საკომპენსაციო სქემა არ ვრცელდება.
MetaTrader 5 ხელმისაწვდომია Windows-ზე, macOS-ზე, ბრაუზერში, iOS-სა და Android-ზე. თქვენი პოზიციები, ისტორია და ანალიზი ყველა პლატფორმაზე რეალურ დროში სინქრონიზდება.
დიახ. პირადი კაბინეტიდან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახვიდეთ Standard, ECN და ECN Pro ანგარიშებს შორის — იმ პირობით, რომ დააკმაყოფილებთ ახალი ანგარიშის ტიპისთვის დადგენილ მინიმალურ შენატანს.
დიახ. საცალო კლიენტებისთვის სტანდარტული ბერკეტი (leverage) ძირითადი ინსტრუმენტების უმეტესობაზე 1:500-მდეა, ხოლო ვოლატილურ აქტივებზე ის რისკის შეფასების მიხედვით მცირდება. პროფესიონალ კლიენტებს შესაძლოა უფრო მაღალი ბერკეტით სარგებლობის უფლება ჰქონდეთ.
ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის თანხის გატანა შევსების თავდაპირველ მეთოდზე იმავე დღეს მუშავდება. საბანკო გადარიცხვით გატანილი თანხა საბანკო ანგარიშზე, როგორც წესი, 1–3 სამუშაო დღეში შედის. კრიპტოვალუტით გატანა, ჩვეულებრივ, ერთ საათში სრულდება.
უახლესი კვლევები და სიახლეები
პრაქტიკული სტატიები ორდერების შესრულების, რისკისა და სტრატეგიის შესახებ — პირდაპირ ჩვენი სავაჭრო განყოფილებიდან.




