ვაჭრობის კოპირება1 აპრილი, 20256 წთ საკითხავი

კოპირების ღირსი სტრატეგიის ანატომია

ავტორი: NPE-ის ვაჭრობის კოპირების გუნდი

ვაჭრობის კოპირების სტრატეგიების ანალიტიკისა და ლიდერების პანელი

ROI თვალს იტაცებს, მაგრამ თქვენი თანხა მას არ უნდა გაჰყვეს. აი, რა განასხვავებს სინამდვილეში კოპირებისთვის მდგრად სტრატეგიას რეიტინგის ცხრილის ვარსკვლავისგან, რომელიც საკუთარი მიმდევრების თანხებს ანადგურებს.

ROI-ით დაწყება ყველაზე ცუდი არჩევანია

300%-იანი წლიური მომგებიანობა შთამბეჭდავად გამოიყურება, სანამ დეტალებში არ ჩაიხედავთ. ის სტაბილური, თვეში საშუალოდ 25%-იანი შედეგით არის მიღწეული, თუ ერთი ეიფორიული თვითა და სამი უშედეგო თვით? პირველი განმეორებადია, მეორე კი უბრალოდ მონეტის აგდება იყო. ჯამურ ROI-ზე ადრე ყოველთვის შეხედეთ, როგორ ნაწილდება შედეგები თვეების მიხედვით — რეალური სურათი სწორედ იქ ჩანს.

ოთხი მაჩვენებელი, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია

მაქსიმალური ჩავარდნა (Max Drawdown) — რა იყო ყველაზე დიდი ზარალი პიკიდან უდაბლეს წერტილამდე, რომელიც სტრატეგიას ოდესმე განუცდია? თუ ის იმაზე მეტია, რისი ატანაც შეგიძლიათ, მომგებიანობას მნიშვნელობა აღარ აქვს — სტრატეგიას არასწორ მომენტში მიატოვებთ. აღდგენის დრო — რამდენი ხანი სჭირდება ჩავარდნის ანაზღაურებას? 20%-იანი ჩავარდნა, რომელიც სამ კვირაში ანაზღაურდება, ნორმალურია. თუ ამას ცხრა თვე სჭირდება, ეს თითქმის აღარ არის აღდგენა.

მოგების ფაქტორი (Profit Factor), ანუ მთლიანი მოგება / მთლიანი ზარალი — დისკრეციული (ტრეიდერის შეხედულებით მართული) სტრატეგიისთვის მინიმუმ 1.4 უნდა იყოს, სისტემური (ალგორითმული) სტრატეგიისთვის კი — 1.6+. 1.2-ზე დაბალი მაჩვენებელი უბრალოდ იღბლის შედეგია. შერჩევის ზომა — რამდენ გარიგებას ეფუძნება შედეგების ისტორია? 100 გარიგებაზე დაფუძნებული სტრატეგია სტატისტიკურად სუსტად არის დასაბუთებული. ნდობის ინტერვალები შესამჩნევად 1,000+ გარიგებიდან ვიწროვდება.

სამი საგანგაშო ნიშანი

ზედიზედ მომგებიანი გარიგებები მცირე ზარალებით — მარტინგეილის ან გრიდ-სტრატეგიის კლასიკური ნიშანი. დიდი ზარალი წინ გელით — უბრალოდ, ჯერ არ შეგხვედრიათ. გარიგების უკიდურესად მოკლე საშუალო ხანგრძლივობა და ექვითის (Equity) იდეალური მრუდი — სავარაუდოდ, ეს არალიკვიდურ ინსტრუმენტებზე სპრედის ფარგლებში სკალპინგია, რაც მოცულობის ზრდისას აღარ იმუშავებს. საჯაროდ ნაჩვენები ჩავარდნის არარსებობა — ყველა რეალურ სტრატეგიას ჰქონია ჩავარდნები; თუ მრუდი უნაკლოდ გამოიყურება, ესე იგი, შეფასების პერიოდი ზედმეტად მოკლეა.

აირჩიეთ სტრატეგია, რომლის ისტორიაშიც რთული პერიოდები აშკარად ჩანს. საშიში სწორედ იდეალურად სუფთა მრუდია.

მსგავსი სტატიები

პლატფორმა5 წთ საკითხავი

بهترین پلتفرم های معاملاتی فارکس

سرعت اجرا، ابزارهای تحلیل یا امکانات معاملاتی؟ شما برای ترید در فارکس کدام پلتفرم را انتخاب می‌کنید؟

17 ნოე. 2026სტატიის წაკითხვა
პლატფორმა7 წთ საკითხავი

کلیدهای میانبر متاتریدر ۴ و ۵

در لحظه‌ای که قیمت به محدوده موردنظر شما می‌رسد، چند کلیک اضافه هم می‌تواند آزاردهنده باشد! کلیدهای میانبر متاتریدر دسترسی به ابزارها و گزینه‌های معاملاتی را ساده‌تر و سریع‌تر می‌کنند.

15 ნოე. 2026სტატიის წაკითხვა
სტრატეგია7 წთ საკითხავი

یادگیری فارکس چه قدر زمان می‌برد؟

یادگیری اصول اولیه فارکس و آشنایی با نحوه انجام معاملات را می‌توان در حدود ۳ ماه به پایان رساند؛ اما این تازه شروع مسیر است. کسب تجربه در بازار فارکس، تسلط روی مباحث روانشناسی، تدوین استراتژی شخصی و رسیدن به سودآوری مستمر، به زمان و تمرین بیشتری نیاز دارد و ممکن است ۲ تا ۳ سال طول بکشد.

14 ნოე. 2026სტატიის წაკითხვა
კოპირების ღირსი სტრატეგიის ანატომია